суббота, 1 октября 2011 г.

პროექტი - “...Я люблю, и значит я живу...

პროექტი - “Я люблю ,и  значит я живу...“
(ცნობილი  მწერლების ა. გრიბოედოვის, ა.პუ შკინის , ბ. ახმადულინას ბიოგრაფიის სიყვარულის ფურცლები).
პროექტის მოკლე აღწერა:
ეს არის პროექტი უმთავრეს და ულამაზეს გრძნობაზე ზრდასრულ ადამიანთა ცხოვრებაში.ამ პროექტის შემდეგ ჩვენ მივიღებთ მოზარდთა სხვა შეხედულებას ამ უდიდესი და უმშვენიერესი გრძნობისადმი.მუშაობის პროცესში ისინი მოაწყობენ გამოფენას,შექმნიან ფოტოალბომებს, მოიძიებენ ინფორმაციებს ინტერნეტში და სხვა წყაროებში.


ამ პროექტის დანიშნულებაა სხვადასხვა საუკუნეში მოღვაწე მწერალთა ბიოგრაფიების კვლევა, მათი სიყვარულის ისტორიის მოძიება,იმის კვლევა, თუ რა როლი ითამაშა სიყვარულმა მათ ცხოვრებაში და შემოქმედებაში,იმ ნაწარმოებების მოძიება სადაც ასახულია ეს დიდი გრძნობა,უნდა მოიძიონ  ამ მწერლების ორიგინალური სასიყვარულო ბარათები,თუ როგორ უხსნიდნენ სიყვარულს სხვადასხვა  დროს
პროექტის სრული აღწერა: 
  მოსწავლეთა ასაკიდან გამომდინარე მათ აინტერესებთ ამ დიდი გრძნობის უფრო ღრმად შესწავლა,უნდათ უფრო მეტი იცოდნენ იმის შესახებ თუ როგორ უყვარდათ სხვა ეპოქაში,თუ როგორ უხსნიდნენ იმ დროს სიყვარულს.განსაკუთრებული ინტერესი კონკრეტულად ამ მწერლების მიმართ გამოიწვია იმ ფაკტმა ,რომ ყველა ამ მწერლის შემოქმედება და ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი დაკავშირებული იყო საქართველოსთან . ამ ინტერესის გათვალისწინებით შევიმუშავეთ პროექტი სახელწოდებით „მე მიყვარს ესეიგი მე ვცოცხლობ“.
კლასი დაიყო 3 ჯგუფად:
პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ა . გრიბოედოვის და ნინო ჭავჭა ვაძის ურთიერთობების შესახებ ,მათ ხანმოკლე საოცარ სიყვარულზე.მასალა უნდა მოიძიონ დამხმარე ლიტერატურის და ინტერნეტის საშუალებით.დავალება მოიტანონ პრეზენტაციის სახით,ასევე შექმნან მოძიებული მასალის მიხედვით ფოტოალბომი
მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ა. პუშკინის კავშირზე საქართველოსთან,მის უსაზღვრო  სიყვარულზე ნ.გონჩაროვას მიმართ,მოიძიებს მათ სასიყვარულო ბარათებს.მასალას კვლევისთვის მოიძიებენ ბიბლიოთეკაში და ინტერნეტში.დავალებას მოიტანენ პრესენტაციის სახით,მოაწყობენ გამოფენას სახელწოდებით:“მე მახსოვს მშვენიერი წამი“
მესამე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ბ. ახმადულინას შესახებ, ქართველი პოეტების ნაწარმოებების  მის თარგმანებზე,მის უსაზღვრო სიყვარულზე საქართველოს, ქართული ენის მიმართ რომლის შესახებ ის საუბრობს თავის წიგნში „სიზმრები საქართველოზე“ .კვლევის დამთავრების შემდეგ მათ უნდა მოაწყონ პოეზიის საღამო სადაც წაიკითხავენ ბელა ახმადულინას ლექსებს საქართველოზე’,ასევე მის თარგმანებს.
ბოლოს,სამივე ჯგუფი შეაჯამებს თავის მუაობას და ჩაატა რებს დისკუსიას თემაზე:“სიყვარული მტერი თუ მოყვარე?“

მონაწილეთა ასაკი:16–17 წელი
ვადების ხანგრძლივობა:3 თვე
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები ისწავლიან სხვადასხვა რესურსების გამოყენებას,შეიძენენ კვლევის უნარ–ჩვევებს,ფოტოალბომის, გამოფენის ,პრეზენტაციის მოწყობას მოძიებული მასალის მიხედვით,გამოუმუშავდებათ მხატვრული კითხვის უნარ–ჩვევები.
სარგებელი სხვისთვის:
სამუშაო ენა: რუსული
პროექტის ფასილიტატორი:ლიანა თევდორაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:lianatevdoradze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий