понедельник, 21 сентября 2015 г.

პროექტი - ჩვენი არჩევანი


პროექტი - ჩვენი არჩევანი
პროექტის სახელწოდება: ჩვენი არჩევანი (სად ვისწავლოთ).
პროექტის მთავარი თემა: ეს პროექტი მოსწავლეებს მისცემს საშულებას უკეთ გაეცნონ განათლების განვითარებას დღევანდელ პერიოდში სხვადსხვა უმაღლეს სასწავლებელში. შევთავაზებ მოსწავლეებს შეისწავლონ, თუ როგორ ხდება ამჟამად განათლების მიღება თბილისის უნივერსიტეტში, მოსკოვის 
უნივერსიტეტში. ერთ - ერთ ევროპის უნივერსიტეტში (კემბრიჯის) და ამერიკის უნივერსიტეტში (ჰარვარდის უნივერსიტეტში). შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო გეგმას და გავანაწილებ სამუშაოს.




პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს გააკეთონ  სწორი არჩევანი პროფესიის და სასწავლო დაწესებულების არჩევისას.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას განათლების მიღების შესახებ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში, გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარს, ისწავლიან ინფორმაციის გაცვლა - გამოცვლას ერთმანეთში, შეიძენენ კვლევის უნარჩვევებს, ისწავლიან პრეზენტაციის მოწყობას, მოძიებული მასალის მიხედვით, ასევე ფოტოალბომის და გამოფენის მოწყობას.
მონაწილეთა ასაკი:16–17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეიძენენ მასალის მოძიების, კვლევის უნარჩვევებს, ისწავლიან ფოტოალბომის შექმნას, გამოფენის მოწყობას, პრეზენტაციის მოწყობას მოძიებული მასალის საფუძველზე.
პროდუქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, სლაიდები
პროექტის მსვლელობა: პროექტის მონაწილეებს დაევალებათ შეაგროვონ ინფორმაცია და ფოტო - მასალა ინტერნეტში და ბიბლიოთეკაში (როგორც ქალაქის, ასევე პირად ბიბლიოთეკაში) ზემოთჩამოთვლილი უნივერსიტეტების  შესახებ, ეს იქნება უნივერსიტეტის შექმნის ისტორია თუ კულტურა და ა.შ. შემდეგ მოხდება  გადანაწილება ჯგუფებში.
I-ჯგუფი აგროვებს კონკრეტულ ინფორმაციას (ანუ სად მდებარეობს ეს უნივერსიტეტი, როდის დაარსდა, ვინ იყო ფუძემდებელი და ა.შ.). ამზადებს ფოტოალბომს, კედლის გაზეთებს და შემდეგ აკეთებს პრეზენტაციას.
II-ჯგუფი ამზადებს ინფორმაციას ამ უნივერსიტეტების ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტების შესახებ, ამზადებს ფოტოკოლაჟს და შემდეგ აკეთებს პრეზენტაციას.
III-ჯგუფი აგროვებს ინფორმაციას ამ უნივერსიტეტების ცნობილ სახეებხე, (კურსდამთავრებულებზე),
ასევე შეძლებისდაგვარად უნდა აიღონ ინტერვიუ რომელიმე ცნობილი სახისგან, რომელსაც აქვს დამთავრებული რომელიმე ეს უნივერსიტეტი. მოამზადებენ სლაიდებს და შემდეგ გააკეთებენ პრეზენტაციას.
ბოლოს, სამივე ჯგუფი გამართავს დისკუსიას თემაზე "ჩემი საყვარელი უნივერსიტეტი".

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან კავშირი :ქართული ენა, ინგლისური ენა, ისტი
პროექტის ხელმძღვანელი: ლიანა თევდორაძე
ხელმძღვანლის ელექტრონული ფოსტა :tevdoradzeliana@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი

Комментариев нет:

Отправить комментарий