შევქმენი ციფრული რესურსი - ,,სლაიდ - შოუ“ (თემაზე - ,,ესენინის ცხოვრება და შემოქმედება“); ეს ციფრული რესურსი ერთდროულად იყო საინფორმაციო და სასწავლო.ყოველივე ამის შედეგად მოსწავლეებში გაიზრდა გარეგანი მოტივაცია, ადვილად და მყარად აითვისეს სასწავლო მასალა. ,,სლაიდ - შოუში“ ჩართული იყო პოეტის ცხოვრების გზა: ფრაგმენტები ბავშვობიდან დიდ პოეტობამდე...
ციფრული რესურსების შექმნის რეფლექსია
ციფრული რესურსების შექმნისას ვითვალისწინებ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნას, სადაც ნათქვამია, რომ მასწავლებელმა საგნობრივი სტანდარტზე და პროგრამის შინაარსზე დაყრდნობით თავად შექმნას და მოამზადოს რესურსი. აქედან გამომდინარე გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში ვცდილობ სათანადო რესურსის შექმნას ან მოძიებას. ვითვალისწინებ, თუ რამდენად გაზრდის ეს რესურსი მოსწავლეთა მოტივაციას, გაუადვილებს თუ არა ახალი ინფორმაცია აღქმასა და გაგებას. ასევე, ვცდილობ წავახალისო მოსწავლეები - თავად შექმნან და მოიძიონ რესურსები. მე შევქმენი ციფრული რესურსი - ,,სლაიდ - შოუ“ (თემაზე - ,,ესენინის ცხოვრება და შემოქმედება“); ეს ციფრული რესურსი ერთდროულად იყო საინფორმაციო და სასწავლო.ყოველივე ამის შედეგად მოსწავლეებში გაიზრდა გარეგანი მოტივაცია, ადვილად და მყარად აითვისეს სასწავლო მასალა. ,,სლაიდ - შოუში“ ჩართული იყო პოეტის ცხოვრების გზა: ფრაგმენტები ბავშვობიდან დიდ პოეტობამდე... მსგავსი რესურსის შექმნა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ინტერესის სტიმულირებას, და მოტივაციის გაძლიერებას: მოსწავლეებმა უნდა შეიყვარონ ენის სწავლის პროცესი და თვით უცხოური ენა და კულტურა. ყველა მოსწავლეს აქვს ინფორმაციის აღქმის ინდივიდუალური ტემპი. ამიტომ ციფრული რესურსების გამოყენებით მათ შეუძლიათ თავისთვის კომფორთულ რეჟიმში აითვისონ წარმოდგენილი მასალა. აღნიშნული რესურსი იძლევა იმის საშუალებას, რომ გავამყაროთ განვლილი მასალა და შევამოწმოთ რამდენად კარგად იყო ის ათვისებული. რესურსის დემონსტრირების შემდგომ, მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები: მარიამი: _ ძალიან მომეწონა გაკვეთილზე გამოყენებული ,,სლაიდშოუ“, სხვა თვალით შევხედე რუსულ პოეზიას და სურვილი გამიჩნდა უფრო მეტი გავიგო რუს პოეტებზე. გოორგი: _ გავიგე, თურმე რა ბევრი საერთო ჰქონია ჩვენ ვაჟას და სერგეი ესენინს. ქეთი: ¬_ მოვიხიბლე ესენინის ლექსებზე დაწერილი სულში ჩამწვდომი სიმღერებით. ნინო: - შთამბეჭდავი იყო ,,სლაიდ - შოუს“ დასაწყისში გაჟღერებული რუსული საგალობელი, თითქოს, ზუსტად ესადაგებოდა დიდი პოეტის ცხოვრებას და შემოქმედებას. დ) საგნობრივ კათედრაზე წარდგენილი თემა: როგორ ვასწავლი ნაცვალსახელს X-კლასში თემა ავირჩიე იმიტომ, რომ გავუზაირო კოლეგებს თუ რა მეთოდებს და ხერხებს ვიყენებ ამ გრამატიკული კატეგორიის შესწავლისას, როგორ ავამაღლოთ მოსწავლეებში წერის კულტურა, გავარკვიოთ ისინი მართლწერის საკითხებში და შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ, ორ ენას შორის აღმოვაჩინოთ მსგავსი და განსხვავებული ფორმები. ამონარიდი: Современный учитель не должен ограничиваться передачей материала, предусмотренного программой, он должен активно участвовать в выборе методов обучения, должен пересмотреть традиционную модель собственного поведения, стать интерактивным. Учитель смело должен смотреть на новые технологии и научиться пользоваться ими, использовать интерактивные методы обучения при сохранении традвиционных форм. Использование новых методов обучения способствует созданию творческой атмосферы в классе, активности детей, делает урок занимательным интересным. აქედან გამომდინარე ჩავატარე გაკვეთილი (იხ.ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა-კონსპექტი )და იქ მიღებული გამოცდილება გავუზიარე კოლეგებს. ეს საკითხი აქტუალურია იმიტომ, რომ მოსწავლეებს ჯერ კიდევ უჭირთ მართლმეტყველება და მართლწერა და ამ გაკვეთილის საშუალებით ისინი გაერკვევიან ამ საკითხებში და შეძლებენ ორ ენას შორის აღმოაჩინონ მსგავსი და განსხვავებული ფორმები. გაკვეთილის მიზანი გამოდიოდა ესგ-დან. გაკვეთილზე გამოყენებულ იქნა აქტივობები: ასოციაციური რუკა, კითხვა-პასუხი, პრაქტიკული სავარჯიშო, ორმხრივ ჩანაწერთა დღიური, პრეზენტაცია. ამ აქტივობების საშუალებით გავედი შემდეგ შედეგზე: კითხვა: • უცხ. სV.6. მოსწავლეს შეუძლია გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი.იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეობას. • უცხ.V.X მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ნაწყვეტის ხმამაღლა წაკითხვა. ლაპარაკი: • უცხ.ს.V.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა. • უცხ.ს.V.19 - ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ - ჩვევებს. • უცხ.ს.V.20 - შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად. სწავლის სწავლა: • უცხ. ს.V. 25 მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. • უცხ.ს.V.29 შეუძლია თანამშრომლობა მეწყვილესთან, გუნდის წევრებთან. ამ აქტივობების გამოყენებამ მიჩვენა, რომ მოსწავლეები უფრო დაინტერესებული და მოტივირებული გახდნენ ამ საგნის მიმართ, ასევე, ამ გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა სწორ მეტყველებას და წერითი კულტურის ამაღლებას ,მოსწავლეებს განუვითარდათ შედარებისა და დასკვნის გამოტანის უნარი ორი საგნის (რუსულისა და ქართულის) შეპირისპირებული სწავლის მეთოდით. ეს იყო ის ინოვაცია, რომელიც მე გამოვიყენე გაკვეთილზე და შემდეგ გავუზიარე კოლეგებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий