ციფრული რესურსი - ,,სლაიდ - შოუ“ - ,,Он был кумиром миллионов…“ ერთდროულად არის სასწავლო და საინფორმაციო. ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სასწავლო პროცესში გამოყენების შედეგად გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, ჩართულობა და ინტერესი პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების მიმართ. მოსწავლეებმა, ვიზუალური ეფექტის მეშვეობით - ქრონოლოგიური ფოტოებითა და ტექსტებით - უკეთ აღიქვეს პოეტის შემოქმედება. ბიოგრაფიული ფოტო - კოლაჟით მოსწავლეებს წარმოდგენა შეექმნათ ამ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანის რთულ ცხოვრებისეულ გზაზე.
პრეზენტაცია - ,,Он был кумиром миллионов…“
ვლადიმერ ვისოცკის ცხოვრება და შემოქმედება
ციფრული რესურსის შექმნის რეფლექსია
ჩემ მიერ შექმნილი ციფრული
რესურსი - პრეზენტაცია - ,,Он был кумиром миллионов…“ მოსწავლეებს ეხმარება უკეთ გაეცნონ
ცნობილი რუსი პოეტის, მსახიობის, მომღერლის - ვლადიმერ ვისოცკის ცხოვრებასა და შემოქმედებას,
აღნიშნული რესურსის შექმნისას ვითვალისწინებ
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნას, სადაც ნათქვამია, რომ მასწავლებელმა საგნობრივ
სტანდარტზე და პროგრამის შინაარსზე დაყრდნობით თავად შექმნას და მოამზადოს რესურსი.
აქედან გამომდინარე, გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში, ვცდილობ სათანადო რესურსის შექმნას
ან მოძიებას.
ჩემი აზრით, მსგავსი ფორმატის ციფრული რესურსი ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, უადვილებს
ახალი ინფორმაციის აღქმასა და გაგებას.
მე შევქმენი
ციფრული რესურსი - ,,სლაიდ - შოუ“ - ,,Он был кумиром миллионов…“ (თემაზე - ,,ვლადიმერ ვისოცკის ცხოვრება და შემოქმედება“),
რომელიც ერთდროულად არის სასწავლო და საინფორმაციო. ჩემ მიერ
შექმნილი ელექტრონული რესურსის სასწავლო პროცესში გამოყენების შედეგად გაიზარდა
მოსწავლეთა მოტივაცია, ჩართულობა და
ინტერესი პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების მიმართ. მოსწავლეებმა, ვიზუალური
ეფექტის მეშვეობით - ქრონოლოგიური ფოტოებითა და ტექსტებით - უკეთ აღიქვეს პოეტის შემოქმედება. ბიოგრაფიული ფოტო - კოლაჟით
მოსწავლეებს წარმოდგენა შეექმნათ ამ
მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანის რთულ ცხოვრებისეულ გზაზე.
თემა
ავირჩიე იმიტომ, რომ მოსწავლეებში გამეზარდა ინტერესი უცხოური პოეზიის შესწავლისადმი,
ამ პრეზენტაციით მათ დაასკვნეს, რომ ჭეშმარიტ პოეზიას არა აქვს საზღვრები და მისაღებია
ყველა ეროვნების ადამიანისათვის, მით უფრო, როცა პოეტს ბევრი რამ აკავშირებს შენს ქვეყანასთან...
რაც შეეხება პრეზენტაციის
უარყოფით მხარეს, ვინაიდან ყველა ბავშვს აქვს ინფორმაციის აღქმის
ინდივიდუალური ტემპი, შესაძლოა მათ სხვადასხვა ხარისხით შეძლეს მიწოდებული
ინფორმაციის გათავისება.
ამ აქტივობების საშუალებით
გავედი შემდეგ შედეგზე:
კითხვა:
·
უცხ. სV.6. მოსწავლეს შეუძლია გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი.იყენებს
კითხვის სხვადასხვა სახეობას.
·
უცხ.V.X მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ნაწყვეტის ხმამაღლა წაკითხვა.
ლაპარაკი:
·
უცხ.ს.V.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
·
უცხ.ს.V.19 - ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ - ჩვევებს.
·
უცხ.ს.V.20 - შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების
ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
სწავლის სწავლა:
·
უცხ. ს.V. 25 მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი
დავალების მოთხოვნები.
Комментариев нет:
Отправить комментарий