ციფრული რესურსი - ვიქტორინა - პრეზენტაცია - ,,Угадай“ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს უკეთ გაეცნონ ცნობილი რუსი მწერლებისა და პოეტების პორტრეტებს (ვიზუალურ მხარეს). ვიქტორინა ერთდროულად არის სასწავლო და საინფორმაციო. აღნიშნული ვიქტორინის ჩატარებამდე, მოსწავლეებს დავალების სახით მიეცათ ცნობილი რუსი მწერლებისა და პოეტების ფოტოების მოძიება - გაცნობა, რითაც მოსწავლეებს ვუბიძგე - თავად მოეძიათ საჭირო რესურსები.
ვიქტორინა - პრეზენტაცია - ,,Угадай“
რუსი მწერლები და პოეტები
ციფრული რესურსის შექმნის რეფლექსია
ჩემ
მიერ შექმნილი ციფრული რესურსი - ვიქტორინა
- პრეზენტაცია - ,,Угадай“ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს უკეთ გაეცნონ ცნობილი რუსი მწერლებისა და პოეტების
პორტრეტებს (ვიზუალურ მხარეს).
აღნიშნული რესურსის შექმნისას ვითვალისწინებ
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნას, სადაც ნათქვამია, რომ მასწავლებელმა საგნობრივ
სტანდარტზე და პროგრამის შინაარსზე დაყრდნობით თავად შექმნას და მოამზადოს რესურსი.
აქედან გამომდინარე, გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში, ვცდილობ სათანადო რესურსის შექმნას
ან მოძიებას.
ვთვლი, რომ მიზანშეწონილია მსგავსი რესურსის შექმნა,
ვინაიდან მოსწავლეები თამაშის ფორმით ეცნობიან მათთვის მეტ- ნაკლებად ცნობილ შემოქმედთა პორტრეტებს.
მე შევქმენი
ციფრული რესურსი - ,,სლაიდ - შოუ“ - ვიქტორინა -,,Угадай“, რომელიც ერთდროულად არის სასწავლო და საინფორმაციო. აღნიშნული ვიქტორინის ჩატარებამდე, მოსწავლეებს დავალების
სახით მიეცათ ცნობილი რუსი მწერლებისა და პოეტების ფოტოების მოძიება - გაცნობა, რითაც მოსწავლეებს ვუბიძგე - თავად მოეძიათ საჭირო
რესურსები.
პრეზენტაციის უარყოფით
მხარედ მივიჩნევ იმას, რომ ყველა ბავშვს აქვს ინფორმაციის აღქმის,
დამახსოვრების ინდივიდუალური ტემპი, რის გამოც ვიქტორინაში მოსწავლეებმა სხვადასხვა ხარისხის
შედეგები უჩვენეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий