ციფრული რესურსის მიზანია - მოსწავლეები
საინტერესო ფორმით გაეცნონ სანქტ-პეტერბურგის მნიშვნელოვან და ცნობილ
ხედებს, ნაგებობებს, შენობებს; მოსწავლეები იძიებენ, იმახსოვრებენ, ფიქრობენ,
აზროვნებენ და ასკვნიან. სწავლობენ კონკურენტულ უნარ-ჩვევებს.
მოსალოდნელი შედეგები: (ესგ სტანდარტი)
·
კითხვა:
უცხ. სVII.6. მოსწავლეს შეუძლია გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი.იყენებს
კითხვის სხვადასხვა სახეობას.
უცხ.V.X მოსწავლეს
შეუძლია ტექსტის ნაწყვეტის ხმამაღლა წაკითხვა.
·
ლაპარაკი:
უცხ.ს. VII.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.ს. VII.19 - ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ - ჩვევებს.
უცხ.ს. VII.20 - შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების
ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
·
სწავლის სწავლა:
უცხ. ს. VII. 25 მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების
მოთხოვნები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
v აკვირდება ილუსტრაციებს
და მსჯელობს;
v ილუსტრაციებზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს უცნობი თემატიკის, ემოციების შესახებ.
გამოყენების ინსტრუქცია: ჩემ მიერ შექმნილი ციფრული რესურსი - პრეზენტაცია -
,,Санкт -
Петербург город Петра” - მოსწავლეებს ეხმარება უკეთ გაეცნონ რუსეთის უძველესი
ქალაქის ისტორიას, ძველ და ახალ ხედებს. აღნიშნული რესურსის შექმნისას ვითვალისწინებ
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნას, სადაც ნათქვამია, რომ მასწავლებელმა საგნობრივ
სტანდარტზე და პროგრამის შინაარსზე დაყრდნობით თავად შექმნას და მოამზადოს რესურსი,
რომელიც ერთდროულად არის სასწავლო და საინფორმაციო.
ჩემ
მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სასწავლო პროცესში გამოყენების შედეგად
გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია, ჩართულობა
და ინტერესი; მოსწავლეებმა, ვიზუალური ეფექტის მეშვეობით უკეთ აღიქვეს უკვდავი ქალაქის არქიტექტურა.
რაც შეეხება პრეზენტაციის
უარყოფით მხარეს, ვინაიდან ყველა ბავშვს აქვს ინფორმაციის აღქმის
ინდივიდუალური ტემპი, შესაძლოა მათ სხვადასხვა ხარისხით შეძლეს მიწოდებული
ინფორმაციის გათავისება.
Комментариев нет:
Отправить комментарий