понедельник, 28 мая 2018 г.

,,Мы любим сказки”

ციფრული რესურსის მიზანია  -  მოსწავლეები საინტერესო  ფორმით გაეცნონ გენიაური რუსი შემოქმედის - ალექსანდრე პუშკინის, ბევრისთვის უცნობ შედევრებს: ზღაპრებს.


პრეზენტაცია - ,,Мы любим сказки
ციფრული რესურსის შექმნის  რეფლექსია
V-VI კლასი
ციფრული რესურსის მიზანია  -  მოსწავლეები საინტერესო  ფორმით გაეცნონ გენიაური რუსი შემოქმედის - ალექსანდრე პუშკინის, ბევრისთვის უცნობ შედევრებს: ზღაპრებს.
მოსალოდნელი შედეგები:  (ესგ სტანდარტი)
v  უცხ.V.27. მოსწავლე იყენებს რესურსებს სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;

v  უცხ.V.28. მოსწავლე ამუშავებს ინფორმაციას მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების ხელშესაწყობად.
v  უცხ.V.28. მოსწავლე თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
v  უცხ.VI.3. მოსწავლეკითხულობს და იგებს სხვადასხვა თემაზე შექმნილ შემეცნებით ტექსტს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • v  აკვირდება  ილუსტრაციებს და მსჯელობს;
  • v  ილუსტრაციებზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდსუცნობითემატიკის,ემოციების შესახებ.
გამოყენების ინსტრუქცია:
აღნიშნული რესურსის შექმნისას გავითვალისწინე ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნა, სადაც ნათქვამია, რომ მასწავლებელმა საგნობრივ სტანდარტსა და პროგრამის შინაარსზე დაყრდნობით თავად შექმნას და მოამზადოს რესურსი. რესურსის გამოყენებით სწავლება ბუნებრივად და სასიამოვნოდ მიმდინარეობს. მისი მეშვეობით ადვილია მიღებული ცოდნის გამყარება, სახელმძღვანელოს ნაკლული მხარეების შევსება და დიდია ინტერესი მოსწავლეთა მხრიდან.
ჩემ მიერ შექმნილი ციფრული რესურსი - პრეზენტაცია- ,,Мы любим сказки” - მოსწავლეებს ეხმარება უკეთ გაეცნონ ა. პუშკინის ზღაპრებს. რესურსს, გაკვეთილზე წარვადგენ პრეზენტაციის სახით, მოსწავლეები წინასწარ ეცნობიან ზღაპრებს და პრეზენტაციის თანხლებით ჯგუფურად/ინდივიდუალურად აჟღერებენ ნაწარმოებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

         რაც შეეხება პრეზენტაციის უარყოფით მხარეს, ვინაიდან ყველა ბავშვს აქვს ინფორმაციის აღქმის ინდივიდუალური ტემპი, შესაძლოა მათ სხვადასხვა ხარისხით შეძლეს მიწოდებული ინფორმაციის გათავისება. 


Комментариев нет:

Отправить комментарий